ზაალ ანჯაფარიძე: აშშ-ის და ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული სანქციების მიზანია მათთვის მიუღებელი ხელისუფლების სამაგალითოდ დასჯა და მათი ფულით ნასაზრდოები კონტრელიტების გამხნევება, რომ რევოლუციური პროცესები წამოიწყონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
412 24 მაისი 2024, 21:22
აშშ-ის და ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული სანქციების მიზანი არის, ერთი მხრივ მათთვის მიუღებელი ხელისუფლების სამაგალითოდ დასჯა და მეორე მხრივ მათი ფულით თუ სხვა რამეებით ნასაზრდოები კონტრელიტების გამხნევება, რომ აქ რევოლუციური პროცესები წამოიწყონ, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ამ კონტრელიტებს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს, ვინაიდან ეს ის ხალხია, რომლებიც დემონსტრაციულად უარყოფენ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გაზიარებულ ცხოვრების ფუნდამენტურ ნორმებს და ღირებულებებს.


“აშშ-ის და ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული სანქციების მიზანი არის, ერთი მხრივ მათთვის მიუღებელი ხელისუფლების სამაგალითოდ დასჯა და მეორე მხრივ მათი ფულით თუ სხვა რამეებით ნასაზრდოები კონტრელიტების გამხნევება, რომ აქ რევოლუციური პროცესები წამოიწყონ. 

ამ კონტრელიტებს ჩვენი საზოგადოება, რომ იტყვიან შემწვარ-მოხარშულს იცნობს. ეს ის ხალხია, რომლებიც დემონსტრაციულად უარყოფენ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გაზიარებულ ცხოვრების ფუნდამენტურნორმებს, ტრადიციებსა და ღირებულებებს. უფრო მეტიც, ხმალამოღებული ებრძვიან მათ. 

დღევანდელ ე.წ. „თავისუფლების მარშს“ ისე როგორც მანამდე ჩატარებული სხვადასხვა მარშებს, თავისუფლებასთან ცოტა რამ აქვს საერთო. ეს უფრო დასავლეთის წინაშე ცალ ფეხზე მდგომი კონტრელიტების მარშია, მათი რესურსების სრული ლუსტრირებით,” - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი