გიორგი ზერეკიძე - ორმაგად ტრაგიკომიკურია, რომ ეს ხალხი იბრალებს პროევროპელობას, ჰუმანიზმს, ლიბერალიზმს და ყველა ამ იდეას ფეხქვეშ თელავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
454 25 მაისი 2024, 01:14

ევროპაში, ბავშვით კალთაში გადაღებულ ფოტოზე (მითუმეტეს, არასაჯარო პირ) ქალს საჯარო დაცინვა მოუწყო, ავტომატურად მიზოგინიის, „კუდიანებზე ნადირობის”, ფაშიზმის იარლიყის და საჯარო თუ კერძო სამსახურის დაკარგვის ტოლფასი გახდებოდა. ჩვენ კი „პროევროპელი” ლიბერალებისგან ვიხილეთ სიძულვილის ნთხევა, ახალგაზრდა ქალის დეჰუმანიზაცია და ინსტრუმენტალიზაცია მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურად ასე აწყობდათ, - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე იმ ბულინგზე და შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რაც კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს მოჰყვა.

როგორც გიორგი ზერეკიძე აღნიშნავს, ასე იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაცები.მისივე თქმით, მათი მეთოდები არ შეცვლილა, არც მათი ამომრჩევლის ვნებები, უბრალოდ ძალაუფლება აღარ აქვთ და ისღა დარჩენიათ, ფეისბუქზე ზიზღის გავრცელებით სცადონ შანტაჟი.

„კანის ფესტივალის და ჩუსტების ამბავზე, კარგი მხატვრული ფილმის გადაღება შეიძლება, როგორ ოპერირებს და თვალთმაქცობს ნეოლიბერალიზმი, ანუ ჩვენი დროის ფაშიზმი. ჯერ ისიც ვთქვათ, რომ კანის ბაზრობის პავილიონი არის პლაჟზე გაშლილი კარავი, დროებითი სამყოფელი მისი დამქირავებელი ქვეყნის. არანაირი დრესკოდი იქ არ მოქმედებს და პირიქით, საღამოს კაბით მანდ რომ შეიარო ფესტივალის მთავარი გოიმი იქნები. ეს მათთვის, ვინც იქ არასოდეს ყოფილა და წითელი ხალიჩა ჰგონია პავილიონი. რაც შეეხება ფოტოზე მოყოლილ ლიბერალური ბაბლის რეაქციებს. ორმაგად ტრაგიკომიკურია, რომ ეს ხალხი იბრალებს პროევროპელობას, ჰუმანიზმს, ლიბერალიზმს და ყველა ამ იდეას ფეხქვეშ თელავს. ევროპაში, ბავშვით კალთაში გადაღებულ ფოტოზე (მითუმეტეს, არასაჯარო პირ) ქალს საჯარო დაცინვა მოუწყო, ავტომატურად მიზოგინიის, „კუდიანებზე ნადირობის”, ფაშიზმის იარლიყის და საჯარო თუ კერძო სამსახურის დაკარგვის ტოლფასი გახდებოდა. ჩვენ კი „პროევროპელი” ლიბერალებისგან ვიხილეთ სიძულვილის ნთხევა, ახალგაზრდა ქალის დეჰუმანიზაცია და ინსტრუმენტალიზაცია მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურად ასე აწყობდათ, მისი მეუღლე არ ეპიტნავებოდათ და ასე მოიოხეს ქალის საშუალებით ქმარზე გული. ასე იქცეოდნენ პრინციპში ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაცები, ოჯახის წევრებით აშანტაჟებდნენ და მათი მოსპობის მუქარებით ძალავდნენ ქონებას თუ სასურველ ჩვენებას. მათი მეთოდები არ შეცვლილა, არც მათი ამომრჩევლის ვნებები, უბრალოდ ძალაუფლება აღარ აქვთ და ისღა დარჩენიათ, ფეისბუქზე ზიზღის გავრცელებით სცადონ შანტაჟი.“-წერს გიორგი ზერეკიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი