დიმიტრი ხუნდაძე: ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ბრძოლითვე უნდა შენარჩუნება - საკუთარი ქვეყნისადმი მტრობას არც დღეს იშურებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი და საქართველოს სხვა ქვეყანაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
536 26 მაისი 2024, 13:58
ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. 
დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებას 26 მაისს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ბრძოლითვე უნდა შენარჩუნება. 

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 
უკვე სამ ათეულ წელზე მეტია ქართველი ხალხი ზეიმით აღვნიშნავთ ჩვენი სისხლითა და ბრძოლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას. ამ მონაპოვარს შენარჩუნება უნდა. საუკუნის წინანდელი მხოლოდ სამწლიანი დამოუკიდებლობის ოკუპაცია ისევ ქართველების ხელშეწყობის შედეგი იყო. 

საკუთარი ქვეყნისადმი მტრობას არც დღეს იშურებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. შესაძლოა, დღეს დაკარგული დამოუკიდებლობა საბედისწერო აღმოჩნდეს საქართველოსთვის - ქვეყანა ფიზიკურად განადგურდეს. სამწუხაროა, რომ რუსთაველზე, სადაც ჩვენი ახალგაზრდები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, დღეს საზოგადოების მცირე ნაწილი საქართველოს სხვა ქვეყანაზე  დამოკიდებულებისთვის იბრძვის. დღეს ოკუპაციას აღარ სჭირდება რუსის ნიჩაბი, ამის გაკეთება საკუთარი ხელით სურთ მავანთ, ისევ სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის. 

ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ბრძოლითვე უნდა შენარჩუნება და სწორედ ამ ბრძოლას გავდივართ დღეს საქართველოს სრული სუვერენიტეტისთვის. ეს ბრძოლა მძიმეა, მაგრამ - ღირსეული. საუკუნეებია მოგვაქვს საქართველოს თავისუფლება და ეს გამტკიცებული უნდა გადავცეთ მომავალ თაობას!  
გილოცავთ ყველა ქართველს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ეს დღე ჩვენია! 
ეს არის ის, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს!“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი