ვასილ მაღლაფერიძე: ევროპას არც ერთი ომი არ დაუწყიაო - ამის მთქმელს, ეტყობა, ისტორია ძალიან არ უყვარს. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი და დიდი ომი სწორედ ევროპაში და ევროპიდან დაიწყო და ყველზე მეტი კოლონიაც ევროპამ დაიპყრო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
395 26 მაისი 2024, 20:02
ევროპას არც ერთი ომი არ დაუწყიაო - ამის მთქმელს, ეტყობა, ისტორია ძალიან არ უყვარს და ეს სადღაც ყურმოკრული ფეიკი ევროპის სიკარგის და სხვაზე აღმატებულობის არგუმენტი ჰგონია, - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე. 


მისი თქმით, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი და დიდი ომი სწორედ ევროპაში და ევროპიდან დაიწყო და ყველზე მეტი კოლონიაც ევროპამ დაიპყრო. მანვე აღნიშნა, რომ საწინააღმდეგოს მტკიცებას და ასეთი უხეში შეცდომის დაცვა-გამართლებას საყველაფრო ექსპერტ-ანალიტიკოსებიც კი ვერ შეძლებენ. 

„ევროპას არც ერთი ომი არ დაუწყიაო - ამის მთქმელს, ეტყობა, ისტორია ძალიან არ უყვარს და ეს სადღაც ყურმოკრული ფეიკი ევროპის სიკარგის და სხვაზე აღმატებულობის არგუმენტი ჰგონია.
ვისაც ისტორიის წიგნში ცალი თვალით მაინც ჩაუხედავს, მისთვის ნათელია, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი და დიდი ომი სწორედ ევროპაში და ევროპიდან დაიწყო და ყველზე მეტი კოლონიაც ევროპამ დაიპყრო. 
საწინააღმდეგოს მტკიცებას და ასეთი უხეში შეცდომის დაცვა-გამართლებას ჩვენი საყველაფრო ექსპერტ-ანალიტიკოსებიც ვერ შეძლებენ.
P.S. ომი კი, ზოგადად, კაცობრიობის თანმდევი სენია და თუ ადამიანებს ძალა გვერჩის, პაციფიზმი გვავიწყდება ხოლმე. სამწუხაროდ, ეს სისუსტე ერთნაირად გვახასიათებს ყველას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა და გეოგრაფიული მდებარეობისა.
დაბოლოს. სასწრაფოდ არის დასაწყები მრავალგზის დაპირებული განათლების რეფორმა“, - წერს მაღლაფერიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი