ვლადიმერ ბოჟაძე: სალომე ზურაბიშვილმა კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ქარტიაზე ხელმოწერა შესთავაზა. ქარტია რეალურად ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების გზაა, რადგან სისხლიანი რევოლუციის გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
401 26 მაისი 2024, 22:23
სალომე ზურაბიშვილმა კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ქარტიაზე ხელმოწერა შესთავაზა. ქარტია რეალურად ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების გზაა, რადგან სისხლიანი რევოლუციის გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

ბოჟაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, სინამდვილეში კი ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ძალაუფლებას სრულად აიღებს ხელში მიხეილ სააკაშვილი. 

„სალომე ზურაბიშვილმა კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ქარტიაზე ხელმოწერა შესთავაზა. ქარტია რეალურად ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების გზაა, რადგან სისხლიანი რევოლუციის გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა. რუსეთის რეზიდენტი, როგორც მის მიერვე შეწყალებული გვარამია ეძახდა, ცდილობს საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს: თითქოს 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ოპოზიცია, ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმი კი არ დაბრუნდება, არამედ კოალიცია (იგულისხმება ვითომ დაშლილი და გაშლილი ნაცმოძრაობა), მის მიერ წარდგენილი მთავრობა გაატარებს რეფორმებს და 2025 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ეს ყველაფერი თითქოს.
სინამდვილეში კი ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ძალაუფლებას სრულად აიღებს ხელში მიხეილ სააკაშვილი: შსს-ში დააბრუნებს მერაბიშვილს და სისტემიდან გაუშვებს ყველა ღირსეულ პოლიციელს, გააუქმებს სუს-ს, სასამართლო სისტემას სრულად დაუქვემდებარებს ადეიშვილის პროკურატურას, ციხეებში დააბრუნებს პატიმრების გაუპატიურებას და წამებით სიკვდილს, სპეცრაზმით დაარბევს ყველა მიუღებელ ტელევიზიას და მიწასთან გაასწორებს თავისუფალ მედიას, კეზერაშვილი კვლავ გააკონტროლებს, ჩამოართმევს და გააკოტრებს ბიზნესს, საქართველო დაკარგავს კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას, რეალურ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
დაველოდოთ რომელი პარტიები მოაწერენ ხელს ,,რეზიდენტის ქარტიას", რომელი ენჯეოები, მედიები დაუჭერენ მხარს და სურათი კიდევ უფრო ნათელი გახდება. 
,,ქართული ოცნება" დაიცავს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, დაიცავს მამულს, ენას და სარწმუნოებას, დაიცავს ჩვენს ოჯახებს და შვილებს, გავაგრძელებთ ღირსებით სვლას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, დანარჩენს ისე როგორ 2012 წლიდან გადაწყვეტს მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი.
#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს #გელოდებითარჩევნებზე2024“, - წერს ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი