მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს: დაგვეხმარეთ, „ოცნების“ შეშინებულ წევრებს, რომ ამ სიტუაციიდან ამოვიდეთ - გადაარჩინეთ საქართველო!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
412 27 მაისი 2024, 17:12
პარლამენტში ვიმყოფებით და კანონის შინაარსში არ შემოვალო, არადა ვეტო დაადეთ კანონს, ვერც გვიხსნით რატომ“, - ასე მიმართა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტო წარადგინა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსში შესვლით, შესაძლოა „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის უფრო ნათელი გახდეს, რატომ არის ეს კანონი პრეზიდენტისთვის მიუღებელი. 

„მოგვიწოდებენ ჩვენი პარტნიორები, რომ არ მივიღო ეს კანონი. დაგვეხმარეთ, იქნებ ჩვენ მართლა შეშინებულები ვართ, როგორც რადიკალური ოპოზიცია გვეუბნება. შინაარსში შემოგყვებით და გაგვაგებინეთ, იქნებ მართლა მიუღებელია ეს კანონი.

პარლამენტში ვიმყოფებით და კანონის შინაარსში არ შემოვალო, არადა ვეტო დაადეთ კანონს, ვერც გვიხსნით რატომ. დაგვეხმარეთ, „ოცნების“ შეშინებულ წევრებს, რომ ამ სიტუაციიდან ამოვიდეთ. შეგიძლიათ დაგვეხმაროთ? გადაარჩინეთ საქართველო!“, - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი