გია აბაშიძე რიკარდ იოზვიაკის სტატიაზე: სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის დაცვით, ბევრი დაინახავს, რომ შანტაჟისა და მუქარის ენა ქართული საზოგადოების უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე არ მოქმედებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
387 28 მაისი 2024, 17:32
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რადიო "თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის სტატიას ეხმიანება, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევის შემდეგ, საქართველოს მიმართ ევროკავშირის პასუხის რამდენიმე ვარიანტს მიმოიხილავს. აბაშიძის განცხადებით, ევროკავშირი არ არის ერთფეროვანი და ბევრი დაინახავს, რომ საქართველოს უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე შანტაჟის და მუქარის ენა არ მოქმედებს, როდესაც საქმე ქვეყნის სუვერენიტეტს და თვითმყოფადობას ეხება. "ევროკავშირი არაა ერთფეროვანი და მხოლოდ ერთ პოზიციაზე მყოფი. სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის დაცვით, ძალიან ბევრი დაინახავს, რომ შანტაჟისა და მუქარის ენა ქართული საზოგადოების უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე არ მოქმედებს. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი საქართველოს შესახებ მორიგ სტატიას აქვეყნებს. კერძოდ, ის სვამს კითხვას, რა პასუხი შეიძლება გასცეს ევროკავშირმა ქვეყანაში გამჭვირვალობის კანონის მიღებას. ბრიუსელის მხრიდან ფინანსური სანქციების ჰიპოთეტური დაწესება დააზარალებს საქართველოში არსებულ სამოქალაქო სექტორის ბენეფიციარ ორგანიზაციებს, რომლის დაცვაც ევროკავშირს ახლა ისე სურს, როგორც არასოდეს, - აღნიშნავს იოზვიაკი. რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ქვეყანას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში ამ სტატუსის გაწვევის პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. მისი აზრით, ამ მხრივ ყველაზე სავარაუდო სცენარი სტატუს-კვოს შენარჩუნებაა, როდესაც საქართველო შეინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ ქვეყანასთან არ გაიხსნება. იოზვიაკი ბრიუსელში წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ უნგრეთს სჯერა, რომ ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს შიდა საქმეებში, სლოვაკეთის ახალი მთავრობა კი თავად აპირებს „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღებას. როდესაც წევრი სახელმწიფოები საქართველოსთან მიმართებაში განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ, განცხადება ჟოზეფ ბორელმა გააკეთა, თუმცა, ამ განცხადების გავრცელებაც ვარჰეიმ შეაყოვნა, რომელმაც საბოლოო ჯამში საკუთარი ხელმოწერა ჩახსნა, რადგან არ ეთანხმებოდა ტექსტის ნაწილს, რომელიც ამტკიცებდა, რომ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება. „რჩება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ეს სოლიდური ვარიანტია და ერთსულოვნებას არ მოითხოვს. მის დასამტკიცებლად საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობა - წევრი სახელმწიფოების 27-დან 15 წევრი სახელმწიფოს თანხმობა. იოზვიაკს მიაჩნია, რომ ეს საკამათო ნაბიჯი იქნება, რადგან თავისუფალი სავიზო მიმოსვლა, რომელიც 2017 წელს ამოქმედდა, ალბათ ევროკავშირის ყველაზე პოპულარული პოლიტიკაა ქართველებს შორის. ბევრ დიპლომატს ევროკავშირის ქვეყანაში სჯერა, რომ უსამართლობა იქნება ასე მთელი მოსახლეობის დასჯა." - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი