ნიკოლოზ სამხარაძემ ამერიკელ კონგრესმენებთან საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობები და მათი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 01 მაისი 2024, 12:20

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამერიკელ კონგრესმენებთან, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან: ტომ კეინთან, კიტ სელფთან, უილიამ კიტინგთან და ჯიმ კოსტასთან.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობები და მათი გაღრმავების შესაძლებლობები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში საქართველოს მნიშვნელობაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის რეგიონში აშშ-ს ჩართულობის აუცილებლობას და შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯანმოს დირექტორი: ისრაელმა უნდა შეამსუბუქოს ყველა შეზღუდვა ღაზის სექტორში დახმარების მიწოდებაზე
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის - იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ
ირაკლი ქადაგიშვილი - პირველადი შეფასებებიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოტივაცია მეტია, ვიდრე სამართლებრივი, არის რიგი ფაქტობრივი დამახინჯებები
გურამ მაჭარაშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც სცილდება კომისიის კომპეტენციას, ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა
სალომე ქურასბედიანი: სალომე ზურაბიშვილმა თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ მსჯელობა გაგრძელებულიყო - ვეტო, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული
არქივი