აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, პროტესტს დღეს თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე გააგრძელებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 01 მაისი 2024, 21:28

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში გააგრძელებენ პროტესტს.

როგორც პარლამენტთან აქციაზე რატი ამაღლობელმა განაცხადა, ერთი ნაკადი დაიძრება პირველი გიმნაზიიდან, ხოლო მეორე ნაკადი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან. მისივე თქმით, თბილისის ქუჩებში დაიწყება არაძალადობრივი მოძრაობა.

„ეს არის ჩვენი ახალგაზრდობის გამზრდელი ორი კერა, ამ კერასათან ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი“, – აღნიშნა რატი ამაღლობელმა.

ამ წუთებში, აქციის ერთ-ერთ ჯგუფს, რატი ამაღლობელი და ეკა კვესიტაძე მიუძღვებიან.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მეორე მოსმენით ცოტა ხნის წინ უყარა კენჭი და 83 ხმით 23-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი