ზურაბ ქადაგიძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე: ეს არის მაიდანის ჩინური ვერსია, სადაც მთლად ვერც რევოლუციაზე მიდიან და საქმე საქმეზე რომ დგება, ხელებს ჰაერში სწევენ მშვიდობიანები ვართო…
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 01 მაისი 2024, 23:49
"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც პარლამენთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედება ჩანს. 

ქადაგიძის თქმით, პარლამენტთან მიმდინარე აქცია არის მაიდანის ჩინური ვერსია. 


"კლასიკური მაგალითი იმისა თუ ფსევდო-მშვიდობიან აქციაზე რა ხდება?!

ახლა წარმოიდგინეთ, ეს აქტივისტები სპეცრაზმთან და პოლიციასთან პირისპირ, რას იზამენ?!

ეს არის მაიდანის ჩინური ვერსია, სადაც  მთლად ვერც რევოლუციაზე მიდიან და საქმე საქმეზე რომ დგება, ხელებს ჰაერში სწევენ მშვიდობიანები ვართო…

ვერ ატეხავთ ჭიქაში ქარიშხალს მითუმეტეს, როდესაც არც ჭიქა გაქვთ და არც ქარიშხლის დატრიალების უნარი, რადგან ყველაფერი ხელოვნური და მართულია!" - წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, სამსახურმა 70-მდე შეტყობინება მიიღო, მათგან 10-მდე განცხადება, რომელიც შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა
საქართველოში რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი
გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ამ გადაწყვეტილებით ზურაბიშვილმა დაადასტურა რომ ის ემსახურება რადიკალიზმს
არქივი