არჩილ თალაკვაძე - საჭიროა მეტი სიმშვიდე და ყურადღება საფრთხეების მიმართ, ამის ნაცვლად ვხედავთ ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს და საზოგადოება კიდევ უფრო მეტ დაძაბულობაში შეჰყავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 02 მაისი 2024, 16:18
საჭიროა მეტი სიმშვიდე, მეტი ყურადღება საფრთხეების მიმართ, რაც ჩანს ქუჩაშიც და რეგიონშიც, ამის ნაცვლად ვხედავთ [სალომე ზურაბიშვილის] განცხადებებს, რომელიც პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს და საზოგადოება კიდევ უფრო მეტ დაძაბულობაში შეჰყავს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, რომ „ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა“.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება ძალიან უპასუხისმგებლოა და ეს არის მორიგი თავდასხმა ქვეყნის ხელისუფლებაზე და გუნდის ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზე.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, უსაფუძვლო სპეკულაციები ასეთი მაღალი თანამდებობის მქონე პირს არ შეეფერება.

„ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა და ეს არის მორიგი თავდასხმა ქვეყნის ხელისუფლებაზე და ჩვენი გუნდის პოლიტიკურ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზე, რომლის ლიდერობითაც რეალურად, ქვეყანაში დაბრუნდა ევროპული პერსპექტივა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, ჯანსაღი ეკონომიკა და საქართველომ მიაღწია არსებით პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე, სწორედ მისი დიდი დამსახურება არის, რომ საქართველოს აქვს პირველი 11-წლიანი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა და უსაფრთხოება დაცული, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ობიექტური შეფასებები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, დანარჩენი არის უსაფუძვლო სპეკულაცია, რომელიც ასეთი მაღალი თანამდებობის მქონე პირს არ შეეფერება და ძალიან ცუდად ახასიათებს. ეს არ არის ის, რაც საზოგადოებას დაჰპირდა წინასაარჩევნოდ. ის მოქალაქეებს ეუბნებოდა, რომ იქნებოდა ზეპარტიული, გამაერთიანებელი და ობიექტური ადამიანი, რომელიც ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს გამოიყენებდა ქვეყნის ინტერესებისათვის. ახლა ვხედავთ, რომ კოორდინაციას უწევს ხშირ შემთხვევაში სწორედ რადიკალურ ძალებს და მისი განცხადებები, დღის წესრიგი დიდი წილად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, მით უმეტეს, ამ დღეებში, როდესაც საჭიროა მეტი სიმშვიდე, მეტი ყურადღება საფრთხეების მიმართ, რაც ჩანს ქუჩაშიც და რეგიონშიც, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ამის ნაცვლად ვხედავთ, განცხადებებს, რომელიც პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს და კიდევ უფრო მეტ დაძაბულობაში შეჰყავს საზოგადოება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24 English-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის - ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადებაა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი