რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მყოფ მომიტინგეებს შეუერთდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 02 მაისი 2024, 21:46

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოდენაზე მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. სრულად პარალიზებულია გმირთა მოედანი.

ადგილზე მყოფი მოქალაქეები დემონსტრანტებს, რომლებიც შეუერთდნენ, ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "საქართველო", "არა რუსულ კანონს!".

მომიტინგეებმა წრე შემოარტყეს გმირთა მოედანს.

აქციის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი