საგარეო უწყება - პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 02 მაისი 2024, 22:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ამის თაობაზე ქართულმა მხარემ აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარუდგინა.

"დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა," - აღნიშნულია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი