შალვა პაპუაშვილი - საერთო ჯამში, თავად პროცესი, გამოხმაურებები და მცდელობა, ყალბი ნარატივის დამკვიდრებით შეებრძოლონ ამ კანონპროექტს, აჩვენებს, რომ კანონპროექტი ქართველი ხალხის ინტერესშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 03 მაისი 2024, 13:44

საერთო ჯამში, თავად ეს პროცესი, გამოხმაურებები და, მათ შორის, მცდელობა, დეზინფორმაციით და ყალბი ნარატივის დამკვიდრებით შეებრძოლონ ამ კანონპროექტს, აჩვენებს, რომ კანონპროექტი ზუსტადაც რომ ქართველი ხალხის ინტერესშია და, როგორც ჩანს, აქ ბევრი არის დასამალი დონორებისა და „ენჯეობის“ მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ბევრი ხვდება, ზოგიერთი დონორი და „ენჯეო“, რომ ეს კანონი მისი ამოქმედების შემდეგ უფრო ბევრ სიცხადეს შეიტანს საქართველოს მოსახლეობაში, რაში იხარჯება სხვადასხვა თანხა საქართველოში.

„მე გუშინ მქონდა, მათ შორის, შეხვედრა ევროკომისიის წარმომადგენლებთან და მათაც ვესაუბრე კიდევ ერთხელ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ პროექტებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მივიღე დასტური, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“, EED-ის დაფინანსებებში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, მათ შორის ევროკომისიაში, რა საკითხებს ხმარდება ესა თუ ის თანხა და რა პროექტები ფინანსდება, პოლიტიკურად რამდენად ნეიტრალურია პროექტები. ამავე დროს, იყო ჩვენი დარწმუნების მცდელობა, რომ ამ ყველაფერს აქცევენ ყურადღებას და EED-ი შეცვლის თავის დამოკიდებულებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის იმედად ვერ ვიქნებით. ჩვენ ვიცით, რომ EED-ი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს ჩუმად, ვიცით, რომ აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს ჩუმად, ამიტომ ეს პრაქტიკა უნდა იყოს საჯარო ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე.

ამიტომაც გასაკვირია, ერთი მხრივ, იმის აღიარება, რომ არის პოლიტიკური ფული, რომელიც შემოდის საქართველოში და, მეორე მხრივ, ყალბი ნარატივების დამკვიდრების მცდელობა, რათა ხელი შეუშალონ საკანონმდებლო რეგულაციას. ამ ორი საკითხის კომბინაცია აჩენს კითხვებს, რა განზრახვები არის იმ ორგანიზაციების უკან, რომლებიც საქართველოში ფულს ხარჯავენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი