აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშვეთის ეკლედია სი გადაინქცვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 03 მაისი 2024, 23:50

აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება.

აქციის მონაწილეებმა შეკრება დღეს 19:00 საათიდან პარლამენტთან და სასტუმრო „პარაგრაფთან“ დაიწყეს. პარალელურად, სასტუმროში მიმდინარეობდა ღონისძიება, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ტარდებოდა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სურდათ, ღონისძიების მონაწილეებს გაეგოთ მათი ხმა.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს. შემდეგ კი, კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევასთან ერთად, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი