უკრაინაში აშშ-ის ელჩი: აშშ-ის მიზანია უკრაინას დაეხმაროს თავის დაცვაში, თუმცა შესაძლებელს არ ხდის და არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 04 მაისი 2024, 10:54

უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიზანია უკრაინას დაეხმაროს თავის დაცვაში, თუმცა შესაძლებელს არ ხდის და არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„უკრაინის თავდაცვითი დახმარების პირველი ნაწილი არის ჩვენი და ჩვენი პარტნიორების იარაღის მიწოდება, რათა მხარი დავუჭიროთ ფრონტზე თქვენი მამაცი გმირების ძალისხმევას თქვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად. ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ჩვენ შესაძლებელს არ ვხდით ან არ ვახალისებთ ჩვენი იარაღის გამოყენებას რუსეთში, უკრაინის ტერიტორიის გარეთ“, - აღნიშნა ბრიჯიტ ბრინკმა.

ბრინკმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიზანია დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში და მომავალი აგრესიის შეკავებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხორვატიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ახალი მთავრობა დაამტკიცა
გივი მიქანაძე: ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ცალსახად გაცხადებული პოზიციაა, რომ ქართული სახელმწიფო მისი სიძლიერე ოჯახსა და ოჯახის სიწმინდეზე დგას
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 19 წლის აფხაზი გოგოს „სამირას” დღიურების პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტში მომხდარ პროვოკაციაზე: „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა, ჩაეშალა სალექციო პროცესი, თუმცა სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ირაკლი კობახიძის ლექციაზე დასწრება გვსურდა, ხელი შევუშალეთ
ჩინეთის ელჩი - გამჭვირვალობის კანონი ქვეყნის შიდა პოლიტიკაა, საქართველოს შიდა პოლიტიკაში რომ არ ვერევით, ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს
არქივი