ირაკლი კობახიძე: ფრაზა „ხიდი მომავლისკენ“ საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს - ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 04 მაისი 2024, 11:14

დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მოტივია „ხიდი მომავლისკენ“, რაც საჭირო პლატფორმას გვთავაზობს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, ჩვენი საერთო მიზნებისა და სამომავლო გეგმების, ასევე, რეგიონული თუ გლობალური კრიზისების დაძლევის პერსპექტივების განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ფრაზა საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს.

„მოხარული ვარ, დღეს მასპინძლის რანგში მოგმართოთ აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე.
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ასაკავას გამოცხადებული ნდობისთვის და ასევე, გამოვხატო მადლიერება აზიის განვითარების ბანკის გუნდის მიმართ, რომელმაც ღირებული დახმარება გაგვიწია ამ ღირსშესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებაში.

დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მოტივია “ხიდი მომავლისკენ“, რაც საჭირო პლატფორმას გვთავაზობს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, ჩვენი საერთო მიზნებისა და სამომავლო გეგმების, ასევე, რეგიონული თუ გლობალური კრიზისების დაძლევის პერსპექტივების განსახილველად.

ამავე დროს, ეს ფრაზა საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს - ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის.

ამ ხედვას აძლიერებს ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც საქართველოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ხიდად აქცევს. ჩვენი უნიკალური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას, ერთდროულად ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამავე დროს, ღირსეულად ვატარებდეთ ისტორიული აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მემკვიდრის სტატუსს.

მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნებით უმნიშვნელოვანეს როლს ვასრულებთ ე.წ. შუა დერეფნის ფუნქციონირებაში, რომელიც სხვა მარშრუტების სტაბილურ, უსაფრთხო და საიმედო ალტერნატივად ჩამოყალიბდა. ჩვენ გავაგრძელებთ აზიური ბიზნესისა და ინვესტორებისთვის საუკეთესო ბიზნეს-გარემოს შეთავაზებას და რეგიონში მათი გაფართოების შესაძლებლობის უზრუნველყოფას”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი. ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან. ,,აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
ნანა კაკაბაძე - დღევანდელმა დღემ ბევრ რამეზე უნდა დააფიქროს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. პირველ რიგში, იმაზე, რომ თურმე მთლად ისე არ ყოფილა საქმე, როგორც წარმოგვიჩენდნენ ე. წ. ჯენ Z თაობის ახალგაზრდებს
სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
მიხეილ ყაველაშვილი: დღეს სუვერენიტეტს სწორედ იმიტომ ვიცავთ, რომ ხვალ ის ახალგაზრდებს ჰქონდეთ და როგორ შეიძლება, მათ ზურგი შევაქციოთ და ერთად არ ვიმსჯელოთ კანონზე? მადლობა პრემიერს ასეთი შეთავაზებისთვის
საპატრიარქო - უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, მასში მონაწილეობა მთელმა საქართველომ მიიღო იმის დასტურად, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
არქივი