ირაკლი ქადაგიშვილი: გამჭვირვალობის კანონი არაფერს ითვალისწინებს გარდა ერთი რამისა, რომ ყველას დაფინანსების წყარო და დასაფინანსებელი პროექტები იყოს საჯარო - ეს არის სახელმწიფოს და ხალხის ლეგიტიმური უფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 04 მაისი 2024, 14:21

გამჭვირვალობის კანონი არაფერს ითვალისწინებს გარდა ერთი რამისა, რომ ყველას დაფინანსების წყარო და დასაფინანსებელი პროექტები იყოს საჯარო საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის. რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს და ხალხის ლეგიტიმური უფლება, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი აუცილებელი პირობა, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება შარლ მიშელის სიტყვებს, რომ ჩვენ ნამდვილი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ, ჩვენ ყოველთვის ამ ნამდვილი დიალოგისკენ ვართ მოწოდებულები. იმის გამო, რომ ამ ქვეყანას ჰქონოდა მშვიდობა, სტაბილური განვითარება, დემოკრატია შეუფერხებლად განვითარებულიყო, მათ შორის ბატონი მიშელის შეთავაზებულ პროექტსაც დავეთანხმეთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ. პოლარიზაცია ამან კი არ შეასუსტა, არამედ პირიქით გააძლიერა. ამიტომ თუ არის საუბარი ნამდვილ დიალოგსა და პარტნიორობაზე, სწორედ ეს არის ჩვენი ერთადერთი პირობა და მოთხოვნა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, სამსახურმა 70-მდე შეტყობინება მიიღო, მათგან 10-მდე განცხადება, რომელიც შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა
საქართველოში რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი
არქივი