ირაკლი ქადაგიშვილი: არ შეიძლება პოლიტიკისთვის, რევოლუციური პროცესებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები იხარჯებოდეს. ამიტომ, ამის გამოაშკარავება რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ინტერესში არ შედის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 04 მაისი 2024, 17:53

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას პოლიტიკური პარტიები ეწინააღმდეგებიან იმ მიზეზის გამო, რომ მათ არ აქვთ იმედი, სამართლიან დემოკრატიულ ბრძოლაში, არჩევნებში გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველანაირი რევოლუციური პროცესი რადიკალური ოპოზიციისთვის არის ერთადერთი საშუალება, ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.

„მათ კარგად იციან, რომ ეს დახურული ფინანსები ხმარდება მათ ამ პოლიტიკურ მიზნებს. კანონპროექტს ძირითადად, მდიდარი „ენჯეოები“ ეწინააღმდეგებიან, რადგან ფინანსების გასაჯაროება ნათლად აჩვენებს საზოგადოებას, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება. არ შეიძლება პოლიტიკისთვის, რევოლუციური პროცესებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები იხარჯებოდეს. ამიტომ, ამის გამოაშკარავება არცერთის ინტერესში არ შედის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა მანჯგალაძე - ლიდერებს ირჩევს ხალხი, ჩვენ არავის არაფერში ვეცილებით, სალომე ზურაბიშვილს თუ უნდა, რომ იყოს პროცესის ლიდერი, იყოს ლიდერი
თეონა აქუბარდია - ახალგაზრდების ნაცვლად, პირადად მე ნამდვილად ვერ დავინახავდი აზრს დიალოგში, არა იმიტომ, რომ ვინმეს ლაპარაკის ეშინია, არამედ აზრი არ აქვს, დანარჩენი ამ ადამიანების გადასაწყვეტია
საგარეო უწყება - ევროპის საბჭოს მინისტერიალზე წევრმა ქვეყნებმა დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
ზელენსკი: უკრაინას საკუთარი ცის დასაცავად აუცილებელი საჰაერო თავდაცვის საშუალებების რაოდენობის მხოლოდ მეოთხედი აქვს
ხორვატიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ახალი მთავრობა დაამტკიცა
არქივი