შალვა პაპუაშვილი - გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს! თითოეულ მართლმადიდებელს მინდა ვუსურვო სულიერი სიმტკიცე და მხნეობა, ჩვენ ქვეყანას კი - მშვიდობა და ერთიანობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 05 მაისი 2024, 00:08

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად მართლმადიდებლური სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, აღდგომა ახალი გზის დაწყების, სათნოებისა და სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია.

,,ქრისტე აღდგა! გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს! სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის ამ უდიდეს დღეს მინდა, თითოეულ მართლმადიდებელ ქართველს ვუსურვო სულიერი სიმტკიცე და მხნეობა, ჩვენ ქვეყანას კი - მშვიდობა და ერთიანობა. აღდგომა ახალი გზის დაწყების, სათნოებისა და სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია. ამიტომაც არის ის ყველაზე დიდი საუფლო დღე. ჩვენთვის, მართლმადიდებლებისათვის, ის სიცოცხლის მარადიულობის და ბოროტის სიკეთით ძლევის დასტურია. დასტურია იმისა, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის ამარცხებს სიცრუეს და ფარისევლობას”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი