სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 05 მაისი 2024, 00:12

სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს. ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღასრულებს.

პატრიარქმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს გააცნობენ.

ლიტურგიას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

სიონის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ წმინდა ცეცხლსაც, რომელსაც იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოაბრძანებენ.

იერუსალიმში, უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:13 საათზე გადმოვიდა.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, სამსახურმა 70-მდე შეტყობინება მიიღო, მათგან 10-მდე განცხადება, რომელიც შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა
საქართველოში რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი
გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ამ გადაწყვეტილებით ზურაბიშვილმა დაადასტურა რომ ის ემსახურება რადიკალიზმს
არქივი