წმინდა ცეცხლი საქართველოშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 05 მაისი 2024, 00:18

იერუსალიმიდან რეგულარული რეისით ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. წმინდა ცეცხლი საქართველოში ტრადიციულად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ რეისით ჩამოიტანეს.

წმინდა ცეცხლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.

ტრადიციულად, წმინდა ცეცხლი განაწილდება საქართველოს სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიაში.

მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი წელს 15:13 საათზე შესრულდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი