ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 05 მაისი 2024, 20:33

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა.

ლელობურთი ტრადიციულად სოფელ შუხუთის ცენტრში, ისტორიულ ცაცხვებთან ტარდება, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ. ლელობურთი ზემო შუხუთის გამარჯვებით დასრულდა.

ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა.

აღდგომის დღეს, შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა საბა ლელობურთს ჰაერში აგდებს და დიდი შერკინებაც იწყება. შეჯიბრების წესების მიხედვით, გამარჯვებული ის მხარეა, რომელიც ღელეზე ფუთიანი ბურთის გადატანას შეძლებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარიამ ლაშხი - ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მივიღე მესიჯი, სადაც ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა
მარგუს ცაჰკნა - საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის - ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთისა და „ქართული ოცნების” დროშები დაწვეს
შარლ მიშელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს - ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს მოვუწოდებ, კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა
რუსეთის სასამართლომ „დოიჩე ბანკის“ აქტივები დააყადაღა
არქივი