რატი იონათამიშვილი: ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, საზოგადოებას, სახელმწიფოს, ღირსია, რომ საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 06 მაისი 2024, 15:47

ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, საზოგადოებას, სახელმწიფოს, ღირსია, რომ საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პატრიარქის შეურაცხყოფას.

საქმე ეხება გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორ ანა სუბელიანის აქტივობას სოციალურ ქსელში.

„ფარისევლობის ისეთ მასშტაბს, ისეთ უტიფრობას აქვს ადგილი, რომ შეუძლებელია ამაზე საზოგადოებას თავისი აზრი და შეფასება არ ჰქონდეს. ნებისმიერს, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, საზოგადოებას, სახელმწიფოს, ღირსია, რომ საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ. მერე ნუღარ გაუკვირდებათ ამ ადამიანებს, რომ მათ ფარისევლობასაც ვამხელთ, ამორალურობასაც, უსამშობლობასაც, უღმერთობასაც და საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტში ხვალ "ოფშორების კანონპროექტზე" პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ
Politico: ურსულა ფონ დერ ლაიენი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს
აქციების მონაწილეები დღეს ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის, პეკინის გამზირებისა და ჟვანიას მოედნის გადაკეტვას გეგმავენ
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო
მარიამ ლაშხი - ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მივიღე მესიჯი, სადაც ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა
არქივი