რატი იონათამიშვილი - არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და მისთვის მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს, როდესაც ეს ქვეყნის და ერის საქმეს ეხება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 06 მაისი 2024, 17:44
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობს და აცხადებს,- „ჩვენ ვუსმენთ ყველას, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ისე, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის ან სახელმწიფოსთვის არის უკეთესი“.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხს, იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ არაფორმალურად ის უკვე დასანქცირებულია და მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს, როდესაც ქვეყნის და ერის საქმეს ეხება

„რაც შეეხება სანქციების თემას- ერთის მხრივ ეს ხელოვნურია, მაგრამ მეორე მხრივ, ვიცით, რომ არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და მას უკანონოდ აქვს შეზღუდული წვდომა ანგარიშებზე და არაერთ საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცა თავისი სიმართლე. თუ ამ ადამიანს არ იცნობენ, ახლა მაინც გაიცნობენ,  რომ  მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს მისთვის როდესაც ეს ქვეყნის და ერის საქმეს ეხება“-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, სამსახურმა 70-მდე შეტყობინება მიიღო, მათგან 10-მდე განცხადება, რომელიც შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა
საქართველოში რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი
გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ამ გადაწყვეტილებით ზურაბიშვილმა დაადასტურა რომ ის ემსახურება რადიკალიზმს
არქივი