მეთიუ მილერი: FARA ეხება მათ, ვინც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმურ საქმიანობას ეწევიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 07 მაისი 2024, 11:40
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება მათ, ვინც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმურ საქმიანობას ეწევიან.

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე კითხვაზე - რატომ შეუძლია აშშ-ს, ჰქონდეს კანონი უცხოურო აგენტების შესახებ და რატომ არ შეუძლია, ეს კანონი ჰქონდეს საქართველოს? - მეთიუ მილერმა უპასუხა:

აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება მათ, ვინც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმურ საქმიანობას ეწევა. ეს ძალიან განსხვავებულია. თუ შეხედავთ საქართველოში [კანონპროექტის] ტექსტს და ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში მიიღეს კრემლის გავლენით, ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აშშ-ში გვაქვს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი