იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ თავის არასწორი სტრატეგიული გადაწყვეტილების მძევალია, მათ ქართველ ხალხში დასაყრდენი ჩამოეშალათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 07 მაისი 2024, 12:52

გვინდა, ხელისუფლების გადაბარება იყოს ისე მშვიდად, რომ ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ფატალური შედეგის გამოწვევა მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია.

„ხელისუფლებამ საკუთარ თავს მოუწყო ეს რევოლუციური სიტუაცია. მათ უაზრო ქმედებებით თვითონ მოჰყავთ „ნაცები“ რაღაცნაირად ხელისუფლებაში. ჩვენ გვინდა ხელისუფლების გადაბარება იყოს ისე მშვიდად, რომ ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს. ეს კიდევ ერთი შანსია, რა შანსიც მოგვცა ბიძინა ივანიშვილმა თავისი გამოსვლით, ქვეყანაში ახლა დავასრულოთ ერთპიროვნული მმართველობა და გავაგრძელოთ ნორმალური განვითარება“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

„გირჩის“ ლიდერის განცხადებით, ქართველმა ხალხმა უკვე გამოიტანა ხელისუფლების ცვლილების გადაწყვეტილება.

„ქართული ოცნება“ თავის არასწორი სტრატეგიული გადაწყვეტილების მძევალია. მათ ქართველ ხალხში დასაყრდენი ჩამოეშალათ. შესაბამისად, ახლა ნებისმიერი ფაფხური ნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლების გადაბარების პროცესს აფერხებენ. ქართველმა ხალხმა უკვე გამოიტანა ხელისუფლების ცვლილების გადაწყვეტილება. პროტესტი არ შეწყდება. მე არ მჯერა, რომ ახალგაზრდობა, რომელიც ქუჩაშია გამოსული, მამებს რუსეთისკენ წაყვანას დაუთმობს. „ქართული ოცნება“ გაიშიფრა და ბიძინა ივანიშვილის ზრახვები გამოაშკარავდა. ახალა არის მომენტი როდესაც ამბობენ, რომ მეფე შიშველია და ქართველმა ხალხმა იცის მისი სავარაუდო ბედ-იღბლის შესახებ. ახლა მოტყუებით, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ისევ არ აღმოვჩნდეთ რუსეთის გავლენის ქვეშ. არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა ერთ კვირაში ჩამოიშალოს. მათ ისეთი რაღაც ჩაიდინეს, ვუშვებ, საკუთარ სახლში ოჯახის წევრები, შვილები და შვილიშვილებიც კი აუჯანყდნენ. ჩემმა კოლეგებმა ფიგურალურად და არა პირდაპირი გაგებით, საკუთარი შვილების და შვილიშვილების მოკვლა გადაწყვიტეს. ახალგაზრდები ვალდებულები არიან, არ დანებდნენ, იბრძოლონ საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი