გურამ მაჭარაშვილი - მეთიუ მილერის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტების გაგრძელება და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 07 მაისი 2024, 13:00
სამწუხაროდ, მეთიუ მილერის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტების გაგრძელება და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ყველამ თავი უნდა დაანებოს ქართველი ხალხის შეურაცხყოფას.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ნურავის ჰგონია, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ვერ კითხულობენ კანონს და ვერ აღიქვამენ, რა ხდება მსოფლიოში“.

„როგორც თავად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბატონი მილერი აცხადებენ, ამერიკაში აქციის მონაწილეეთა მხრიდან ძალადობა დასაწუნია, საქართველოში კი, ეს ძალადობა მოსაწონია, ამერიკაში გამჭირვალობა მოსაწონია, საქართველოში – დასაწუნია. გამოდის, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ საერთაშორისო სტანდარტებით და რეალობის გათვალისწინებით, არამედ ისე, როგორც მიგვითითებენ და ეს არის ზუსტად ვასალური დამოკიდებულება. ყველამ თავი დაანებოს ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხყოფას და გადავიდეთ რეალურ ცხოვრებაში. ნურავის ჰგონია, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ვერ კითხულობენ კანონს და ვერ აღიქვამენ, რა ხდება მსოფლიოში. ამიტომ, ჩვენ მივიღებთ იმ კანონს, რომელიც არის ქართული და რომელიც იმოქმედებს, სხვათა შორის, არა ამერიკაში, არამედ საქართველოში.

ვინმეს თუ კითხვები აქვს, პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა ყველა დიპლომატს და მათ შორის აშშ-ის ელჩს, რომ მივიდნენ სახალხოდ, დასვან კითხვები ამ კანონთან დაკავშირებით და პრემიერი სახალხოდ გასცემს პასუხებს. როგორც ჩანს, ამის ან ერიდებათ, ან ეშინიათ, რადგან ძნელია, სიმართლეს თვალი გაუსწორო და ამ ქართულ კანონზე რამე ისეთი კითხვა დასვა, რომელიც ვერ იქნება პასუხგაცემული პრემიერ-მინისტრისგან“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, რად შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და ზოგადად საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაჭარაშვილის თქმით, რამემ თუ შეიძლება, დააზიანოს ეს ურთიერთობები, სწორედ ასეთი ტიპის დამოკიდებულებებია.

„ქართველმა ადამიანმა, რომელმაც იცის, რომ ქვეყანა ევროატანტიკურ სივრცეში უნდა გაწევრიანდეს და აშშ-ის თანამდებობების პირების მხრიდან ასეთი ტიპის შეურაცხყოფას იღებს, როდესაც იგივე FARA-ს კანონში, ვიცით, რომ ამ შემთხვევაში, არიან არა მხოლოდ მთავრობები, არამედ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ქართული ტელეკომპანია „ფორმულა“ და ამ დროს აშშ-ის წარმომადგენელი, თანამდებობის პირი ეუბნება, ატყუებს ქართველ ხალხს, თურმე FARA-ში მხოლოდ მთავრობები არიან. ამავდროულად, გვახსოვს არასამთავრობო სექტორის წერილი, ამერიკაში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო სექტორის წერილი კონგრესის მიმართ, რომ ისინი გმობენ იმ ფაქტს, რომ FARA არ უნდა განხორციელდეს არასამთავრობო სექტორზე. ასე რომ, ეს ტყუილები აზიანებს ზუსტად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკული FARA ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ. მისივე თქმით, ეს განსხვავებული რამ არის.

ამასთან, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და აღნიშნა, რომ FARA-ს რეესტრში შეყვანილია „გიული ალასანია და კეზერაშვილის „ფორმულა“, ისინი 12 წელია, აღარ არიან „მთავრობის სახელით მოქმედი პირები“, სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი