საია - სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 07 მაისი 2024, 13:57

სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საია 14:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.

„საჩივრები ე.წ „გავრილოვის ღამის“ დაშლისას სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება.

დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება 26 პირის საქმეზე მიიღო, საიდანაც 22 პირის ინტერესებს საია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად აწარმოებდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი