რატი იონათამიშვილი-ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, ღირსია, საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და ნუ გაუკვირდებათ, რომ საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 07 მაისი 2024, 14:10
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორ ანა სუბელიანის მხრიდან პატრიარქის შეურაცხყოფის ფაქტზე „ქრონიკასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ფარისევლობის ისეთ მასშტაბს და უტიფრობას აქვს ადგილი, რომ შეუძლებელია ამაზე საზოგადოებას თავისი აზრი და შეფასება არ ჰქონდეს“
მისი თქმით, ნებისმიერი, ვინც ასეთ შეურაცხყოფას აყენებს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, საზოგადოება მათ ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს. „ნებისმიერი, ვინც ასეთ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ჩვენს ერს, საზოგადოებას, სახელმწიფოს, ის ღირსია, რომ საზოგადოებამ მას ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და მერე ნუღარ გაუკვირდებათ ამ ადამიანებს, რომ მათ ფარისევლობასაც ვამხელთ, ამორალურობასაც, უსამშობლობასაც, უღმერთობასაც და საზოგადოება მათ ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს“-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი