მაკა ბოჭორიშვილი: მე არ ვიცი, რა აქვს შვედეთის მინისტრს დასამალი, როდესაც საქმე ეხება შვედეთის სახელმწიფოს დახმარებას საქართველოსადმი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 07 მაისი 2024, 14:43

მე არ ვიცი, რა აქვს შვედეთის მინისტრს დასამალი, როდესაც საქმე ეხება შვედეთის სახელმწიფოს დახმარებას საქართველოსადმი. ვერ გეტყვით რა არის აქ დასამალი და რატომ წუხს შვედეთის მინისტრი ამ საკითხებზე, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„მარტივად და რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია ერთი სუვერენული ქვეყნის მინისტრი კარნახობდეს მეორე სუვერენული ქვეყნის პარლამენტს, რა კანონი სჭირდება ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის სტაბილურობას, ამ ქვეყნის განვითარებას და ამ ქვეყნის საზოგადოებას. აქედან გამომდინარე აბსოლუტურად წარმოუდგენელია მსგავსი რამ გააკეთოს საქართველოს რომელიმე მინისტრმა, ჩავიდეს რომელიმე სუვერენულ ქვეყანაში და უკარნახოს სხვა ქვეყნის პარლამენტს რა უნდა გააკეთოს იმ ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით შვედეთის ელჩი ქართულ მხარეს მწვავედ აკრიტიკებს. დიპლომატი აცხადებს, რომ კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს ზღუდავს და არ შეესაბამება ჩვენს შეხედულებებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი