პუტინის ინაუგურაციას კრემლში ევროკავშირის წევრი 6 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 07 მაისი 2024, 15:10
მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. პუტინის მეხუთე ვადით ინაუგურაციას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ ბოიკოტი გამოუცხადა.

თუმცა, მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ კრემლში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრნენ მოსკოვში მყოფი საფრანგეთის, მალტის, საბერძნეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის ელჩები. ღონისძიებაზე წარმომადგენელი არ მიავლინეს კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს არადემოკრატიულს უწოდებს და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დასასწრებად წარმომადგენელი არ გაუგზავნია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი