უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ზელენსკის მკვლელობა აღკვეთეს. დაკავებულია სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 07 მაისი 2024, 15:40

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის სხვა ხელმძღვანელების მკვლელობის გეგმა გახსნეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინული მხარე თავდასხმის მომზადებაში რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს. უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ზელენსკისთან ერთად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ივან მალიუკის მკვლელობა იგეგმებოდა.

ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი, რომლებიც პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს.

უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ „ეფ ეს ბეს“ აგენტების ქსელის ერთ-ერთი დავალება პრეზიდენტის დაცვასთან მიახლოებულ სამხედროებს შორის ისეთი შემსრულებლების პოვნა იყო, ვისაც შეეძლო ზელენსკის ჯერ მძევლად აყვანა, შემდეგ კი მოკვლა. მათივე ცნობით, ბუდანოვის მკვლელობა აღდგომამდე იგეგმებოდა. არსებული ინფორმაციით, იგეგმებოდა სარაკეტო დარტყმა იმ შენობაზე, სადაც ბუდანოვი უნდა ყოფილიყო.

რუსეთის მთავრობას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი