რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „ფრიდომ ჰაუსი“ არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 07 მაისი 2024, 20:16
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „ფრიდომ ჰაუსი“ არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

რუსეთის უწყებაში მიუთითებენ, რომ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შტაბ-ბინაც ვაშინგტონში მდებარეობს, ხშირად გამოდის უკრაინის არმიის ყოველმხრივი დახმარების, რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემისა და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სასანქციო წნეხის გაძლიერების მოწოდებით.

რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის გამოძიებაზე მომუშავე საპარალამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, ვასილი პისკარევმა მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა შეისწავლიდა „ფრიდომ ჰაუსის“ არასასურველი ორგანიზაციების ნუსხაში შეყვანის საკითხს. პისკარევმა უფლებადამცველი ორგანიზაცია „რუსეთში გამართული არჩევნების დისკრედიტაციაში დაადანაშუალა“. ამის მიზეზი გახდა „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც 2024 წელს რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, იძულებული გახდა, მოულოდნელად დაშვებულიყო, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას
აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ეძებენ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი - მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი
მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ იმ ადგილთან მისვლას, სადაც ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ხისტად დაეშვა
არქივი