მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს - რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 09 მაისი 2024, 09:58

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მასობრივი ტერორი დააანონსა.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, ივანიშვილს პასუხი პირადად მოეთხოვება.

„ბიძინამ მასობრივი ტერორი დააანონსა! ყველაფერი რაც ახლა ხდება, არის მისი პირადი პასუხისმგებლობა - ხალხის დაშინება, მუქარა, ადამიანების ცემა!

პირადად მოგეთხოვებათ შენ და შენს დამქაშებს კანონის სრული სიმკაცრით. რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად. არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!",- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი