სუსი - ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 09 მაისი 2024, 10:53

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი".

"ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას", - წერია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: სოციოლოგიური კვლევის თანახმად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი, უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გამარჯვოს
ირაკლი კობახიძე: აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას შურს უკრაინელების, ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა, მთავარი დავალება, რაც ამ ადამიანებს ამოძრავებთ, არის ის, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს
ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობის კანონზე ახალგაზრდებთან დისკუსიის შეთავაზება ძალაში რჩება, იმედი მაქვს, ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს რადიკალების ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში
შარლ მიშელი - ევროკავშირი სამძიმარს გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე დელეგაციის სხვა წევრებისა და ეკიპაჟის დაღუპვის გამო
დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო
არქივი