ვახტანგ გომელაური: გადატრიალდნენ და გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში, თავი დაანებონ პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 09 მაისი 2024, 12:59

გაჟღერებული ინფორმაციის ნახევარი პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რასაც აკეთებდნენ, საუბრები, გადატრიალებები, გადმოვარდნა, გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში თუ უნდათ, დაანებონ თავი პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვნახეთ, ახალგაზრდებმა პარლამენტთან კარები, კამერები დაამტვრიეს, ცეცხლი დაანთეს. ერთი პოლიციელიც არ გამოსულა, რომ არ მომხდარიყო შეტაკება და ეს ბავშვები არ დაშავებულიყვნენ, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. მეორე დილით ვნახეთ ელჩების და მათი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ, რაც სასაცილოა. შავზე გვეუბნებიან, რომ თეთრია და სამწუხაროა“, - აღნიშნა გომელაურმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს
შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“ და „ენჯეოები“ დარბიან ბრიუსელსა და ვაშინგტონში და ცდილობენ მონიშნონ საქართველო, როგორც სანქციების ცეცხლის სამიზნე. ორჯონიკიძეობა სხვა კი არაფერია, როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ სხვებს აქეზებ
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვყავს „ენჯეოები“, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟით
შალვა პაპუაშვილი: ზუსტად იმ მეგობრების რეკომენდაცია რომ გაგვეთვალისწინებინა, ვინც სანქციების დაწესებას გვირჩევდა, გაჰყვებოდა ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და გვექნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, 10%-იანი ვარდნა
შალვა პაპუაშვილი: ოფშორში რეგისტრირებულ ქართულ კომპანიებსაც ახლაც შეუძლიათ დაბრუნდნენ საქართველოში, ერთი სხვაობა რასაც ეს ე.წ. ოფშორების კანონი ადგენს, არის ის, რომ თუ დაბრუნდებიან, გადასახადს არ გადავახდევინებთ
არქივი