დიმიტრი ხუნდაძე: სააკაშვილი ღრმად ცდება, იმიტომ, რომ საქართველო აღარ არის ქვეყანა, სადაც ის ხელისუფლებაში ვიღაცის ჩაის დალევით მოვიდა და მოსკოვიდან ჩამოსულმა ივანოვმა „გაუპრავა“ ხელისუფლებაში ყოფნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 09 მაისი 2024, 23:30
სააკაშვილი არ ელოდა იმას, რომ თავისი ზრახვებით თავს საპყრობილეში ამოყოფდა, თუმცა, იმის გამო რომ ის ლუქს პალატაშია, თავისი კანონისმიერი საზღაური ნაწილობრივ მიიღო,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილის პოსტის კომენტირებისას. ამ უკანასკნელმა რევოლუციური სცენარის გეგმა დღეს სოციალური ქსელით გააჟღერა, რომლის ერთ-ერთი პუნქტია არჩევნებამდე დროებითი მთავრობის შექმნა, რაც ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ნიშნავს. 

დიმიტრი ხუნდაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილს ჩანაფიქრი არ გამოუვიდა, იმიტომ, რომ საქართველო აღარ არის ქვეყანა, რომელიც ვერ დაიცავს სახელმწიფოს ინტერესს და ხელისუფლებაში არ არის სუსტი ძალა, რომელიც ვერ იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ჭიქა ჩაის სანაცვლოდ მას დაუთმობს ძალაუფლებას. 

„მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, რომ დაუდგა ის დრო, რისთვისაც შემოვიდა - გაათამაშოს რევოლუციური სცენარი და სარგებელი, რასაც ამისგან ელის, ძალიან ახლოსაა მასთან. ასე ფიქრობს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ცდება. სააკაშვილი არ ელოდა იმას, რომ თავისი ზრახვებით თავს საპყრობილეში ამოყოფდა, თუმცა იმის გამო, რომ ლუქს პალატაშია, მან თავისი კანონისმიერი საზღაური ნაწილობრივ მიიღო. მაგრამ ის მაინც ფიქრობს, რომ რევოლუცია კარსაა მომდგარი. ამაში ის ღრმად ცდება, იმიტომ, რომ ეს არ არის ქვეყანა, როცა ის ხელისუფლებაში ვიღაცის ჩაის დალევით მოვიდა და მოსკოვიდან ჩამოსულმა ივანოვმა „გაუპრავა“ ხელისუფლებაში ყოფნა. 

ბევრს, მითუმეტეს ახალგაზრდებს, არ ახსოვთ ის, რომ ივანოვის ხელდასმით იყო „გაპრავებული“ მისი ეს რევოლუციური სცენარი, როცა შევარდნაძის ხელისუფლება თავისი სისუსტეებით, ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და სამწუხაროდ, დაუთმო სააკაშვილს ამ გზით ძალაუფლება. მაშინ ძალიან ბევრი სიმძიმე ვნახეთ, რომელიც დღემდე მძიმე ტვირთად აწევს ქვეყანას, გარდა იმ ქმედებებისა, რაც თავისუფლების ხელყოფით, ბიზნესის დატერორებით, მედიაზე თავდასხმით გამოიხატა,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

 ამავდროულად, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ადამიანები, რომლებიც წლები ახორციელებდნენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, საუბრობენ ძალადობაზე. 

„ახლა მიკვირს, როცა ეს სექტა, პრაქტიკულად იგივე ძველი სახეების მქონე ადამიანები საუბრობენ ძალადობაზე, როცა თავად მიტინგებს ასრულებდნენ გვამების მაღაზიის სახურავზე შემოდებით და კიდევ დამატებით 2 გვამს ითხოვდნენ; ჟურნალისტებზე წუხან და ამ დროს თავად დაესხნენ „იმედს“; 20 პროცენტი დავკარგეთ ტერიტორიებისა - ჯერ კოდორი გამოაცხადეს ზემო აფხაზეთად და იარაღი აყარეს მოსახლეობას, რომელიც იცავდა პრაქტიკულად ქვეყნის ინტერესებს; ახალგორი ცხინვალს მიაბეს და ახალგორელები აღმოჩნდნენ დევნილები საკუთარ ქვეყანაში; 2008 წელს ღალატის მუხლი ჯერ ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან და სულ ცოტა ხანში საკუთარ ჯარს დააბრალეს ომის დაწყება; ესეც არ აკმარეს - დღეს ოპოზიციაში არიან და ევროპისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

 ესენი დღეს უმრავლესობას აბრალებენ, რომ ისინი თითქოს რუსულ ინტერესებს ემსახურებიან, არადა ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც კრემლში შეხვედრებს აწყობდნენ. ეს ხალხი, რომელთაც ხელისუფლებაში დაბრუნების არავითარი შანსი არ აქვთ, რუსეთუმეობას სხვას აბრალებენ. დღეს უფრო მეტად საშიში და სამწუხარო არის ის, რომ სააკაშვილს ჰყავდა ხელისშემწყობები და მაშინდელი სცენარი თავიდან არის დაწერილი, რაც მათი აზრით, ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
როდესაც „გლობალური ომის პარტიაზე“ ვსაუბრობთ, ამაში შეგიძლიათ მოიაზროთ ყველა ის ჯგუფი და კავშირები, რომელიც საქართველოს უბიძგებდნენ იმისკენ, რომ აქ არეულობა ყოფილიყო
ჰააგის სასამართლოს პროკურორი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს
Politico - კონგრესში წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს
არასერიოზულია ბოიკოტი იმაზე, რომ დარბაზში გვერდით მყოფი ადამიანი არ მომწონს და არ მინდა ერთი ჰაერი ვისუნთქოთ! - ეს არის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი ამომრჩევლისთვის
ილია დარჩიაშვილი - ღრმად ვარ დამწუხრებული ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, რომლის შედეგადაც ირანის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები დაიღუპნენ, სამძიმარს ვუცხადებ ირანელ ხალხს
არქივი