დიმიტრი ხუნდაძე: ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე დაუშვებელია - თუმცა არასამთავრობო სექტორის მხრიდან მხოლოდ შერჩევით ხდება მკაცრი შეფასებების გაკეთება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 10 მაისი 2024, 15:04
უნდა ვიყოთ ობიექტურები - არ გვინახავს არასამთავრობო სექტორის მხრიდან, მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტის სამუშაო პროცესისთვის ღია ეთერში ხელის შეშლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა. 

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევას, თუკი საქმე ეხება კანონდარღვევას, უნდა მოჰყვეს მკაცრი რეაგირება. 

„ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე, რა პოლიტიკური მრწამსიც მას არ უნდა ჰქონდეს, დაუშვებელია, მაგრამ როდესაც ვაკეთებთ შეფასებებს და განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, უნდა ვიყოთ ობიექტურები - არ გვინახავს არასამთავრობო სექტორის მხრიდან, მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტის სამუშაო პროცესისთვის ღია ეთერში ხელის შეშლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. მხოლოდ შერჩევით ხდება მკაცრი შეფასებების გაკეთება - ეს შეფასებები ყველას მიმართ უნდა იყოს მკაცრი, თუკი ადგილი აქვს კანონდარღვევას. ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ემანუელ მაკრონ, ოლაფ შოლც ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა ზიანს აყენებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც
დიმიტრი ხუნდაძე: ამერიკის მხრიდან პირობად სამართლიანი არჩევნების ჩატარების წამოყენება უადგილოა, რადგან მმართველი გუნდი ისედაც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აპირებს და არავითარი საჭიროება არჩევნების გაყალბების არ აქვს
ზურაბ ჯაფარიძე - საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი
ენტონი ბლინკენი - ჩვენ უარვყოფთ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას, ეს სამარცხვინოა
არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება
არქივი