ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 28 მარტი 2024, 22:50

გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.... მართლა მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

ლატარიას თქმით, გვარამიას პროკურორობის დროს მძიმე პერიოდი ჰქონდათ ახალგაზრდებს, რადგან პროკურატურის მკაცრი მითითების საფუძველზე, ყველანი მიდიოდნენ ციხეში, ასევე ყველაზე მეტმა ახალგაზრდამ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით.

„ეს არის ფაქტები.. გვარამიას პროკურორობის დროს: - საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი პატიმარი გვყავდა.. - საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი თიინ-ეიჯერი მოხვდა ციხეში, მარიხუანის მხოლოდ და მხოლოდ გასინჯვისთვის. - საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ტელევიზია იქნა დარბეული. - საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ბიზნესი იქნა ჩამორთმეული. - საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მძიმე პერიოდი ჰქონდა ყველა ახალგაზრდას, ქუჩაში გასვლის ეშინოდათ, რადგანაც პროკურატურის მკაცრი მითითების საფუძველზე, ყველანი მიდიოდნენ - ციხეში.. ყველანი... აი ამ ყველაფრის შემდეგ, ის ახალგაზრდები მაინტერესებს, რომლებიც გვარამიას გვერდით დგანან დღეს და ლიბერალიზმზე აქვთ პრეტენზია. გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.... მართლა მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ - გვარამია არის ჩვეულებრივი დიქტატორი, რომელსაც შეუძლია დასისხლიანებული თვალების გამოც კი 16 , 17 წლის მოზარდი ჩასვას ციხეში მინიმუმ 10 წლით.... ეს ყველაფერი არის ფაქტები რაც მე დავწერე და თუ რომელიმე სიტყვაში არის ერთი პროცენტი მაინც სიცრუე - მზად ვარ ბოდიში მოვიხადო.. და ყველაზე საშინელი სტატისტიკა რასაც ყოველთვის ვერიდები აღვნიშნო... გვარამიას პროკურორობის დროს, ყველაზე მეტმა ახალგაზრდამ დაასრულა სიცოცხლე - თვითმკვლელობით!!! და ეს გვარამია დღეს ბედავს და ხმას იღებს? ეს გვარამია? და ამ გვარამიას იცავს ვინმე?“- წერს ლატარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტის ვეტოზე: გარე პატრონების მიერ მეხუთე კოლონისთვის გამზადებულმა ლიდერმა დაადასტურა, რომ კანონის მიმართ არ გააჩნია არავითარი მოტივირებული სამართლებრივი შენიშვნები
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
ლევან ნიკოლეიშვილი: უარგუმენტოდ ვეტოს დადებით, ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არ აქვს, ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც რაიმე მოსაზრება ჰქონდა და ამით ისევ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი
არქივი