გია აბაშიძე ე.წ. სტენსილების კამპანიის ორგანიზატორებზე: მნიშვნელობა არ აქვს გიგაურის კანტორა იქნება თუ მშვენიერაძის, "ნაცსექტის" რომელ ანგარებიან მარიონეტსაც დაუკვეთენ, ის ასრულებს, ის ყიყინებს, ის დგება ცალ ფეხზე და მავნებლურ პროპაგანდას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 01 აპრილი 2024, 18:54
"იმედის" ინფორმაციით, ეკა გიგაურისა („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო") და გიორგი მშვენიერაძის ("დემოკრატიის მცველები") ე.წ. NGO-ებმა „ნაცმოძრაობასთან“ უნისონში მოსამართლეების წინააღმდეგ ე.წ. სტენსილების კამპანია ერთად დაგეგმეს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, მარგინალურ კამპანიაში გიგაურის ორგანიზაცია იქნება ჩართული თუ მშვენიერაძის, ვიანიდან "ნაცმოძრაობის" რომელ მარიონეტსაც დაუკვეთენ, ის ეწევა მავნებლურ პროპაგანდას.

""იმედის" ინფორმაციით, ეკა გიგაურისა („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო") და გიორგი მშვენიერაძის ("დემოკრატიის მცველები") ე.წ. NGO-ებმა „ნაცმოძრაობასთან“ უნისონში მოსამართლეების წინააღმდეგ ე.წ. სტენსილების კამპანია ერთად დაგეგმეს. 
მარგინალურ კამპანიაში არანაირი მნიშვნელობა აქვს გიგაურის კანტორა იქნება თუ მშვენიერაძის. "ნაცსექტის" რომელ ანგარებიან მარიონეტსაც დაუკვეთენ, ის ასრულებს, ის ყიყინებს, ის დგება ცალ ფეხზე, ის ეწევა მავნებლურ პროპაგანდას.
თუმცა, მკაფიო რეალობაა ის, რომ ამგვარ უსამშობლო ელემენტებს ბინძური გრანტების მიღების გარდა, სხვა ღირებულება არ გააჩნიათ." -  წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტის ვეტოზე: გარე პატრონების მიერ მეხუთე კოლონისთვის გამზადებულმა ლიდერმა დაადასტურა, რომ კანონის მიმართ არ გააჩნია არავითარი მოტივირებული სამართლებრივი შენიშვნები
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
ლევან ნიკოლეიშვილი: უარგუმენტოდ ვეტოს დადებით, ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არ აქვს, ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც რაიმე მოსაზრება ჰქონდა და ამით ისევ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი
არქივი