გია აბაშიძე - დეზინფორმატორებსა და ყალბ პატრიოტებს, როგორიცაა ნინო ქათამაძე ხშირად უნდა შევახსენოთ ახლო წარსულის კონცერტები ოკუპანტ რუსეთში- სირცხვილია ნაცსექტის "მესიჯბოქსის" დაუფიქრებლად გამეორება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 11 აპრილი 2024, 10:19
ანალიტიკოსი გია აბაშიძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით მომღერალ ნინო ქათამაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ემიგრანტს, რომელმაც წლების განმავლობაში თანხა დააგროვა,  საქართველოში დაბრუნებისთანავე “გამჭვირვალობის  კანონი” შეეხება, რაც კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით სიცრუეა. 



აბაშიძე აღნიშნავს, რომ სირცხვილია ნაცსექტის "მესიჯბოქსის" თუთიყუშივით დაუფიქრებლად გამეორება!



მისივე თქმით, კანონპროექტი არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს, არც ემიგრანტებს, არც მათ ოჯახებს, არც სტუდენტებს, არც ინდმეწარმეებს, არც მეცნიერებს და არც სპორტულ ფედერაციებს, არც კომერციულ იურიდიულ პირებს.




“როგორც ჩანს დეზინფორმატორებსა და ყალბ პატრიოტებს, როგორიცაა ნინო ქათამაძე ხშირად უნდა შევახსენოთ ახლო წარსულის კონცერტები ოკუპანტ რუსეთში. ნინო ქათამაძე ნიჭიერი მუსიკოსია, შესაძლოა, ბევრს არ მოწონდეს, მაგრამ როცა ბოროტ ტყუილს უსინდისოდ აკადრებ საზოგადოებას, წყალში ყრი ყველა წარმატებას. სირცხვილია ნაცსექტის "მესიჯბოქსის" თუთიყუშივით დაუფიქრებლად გამეორება!
კანონპროექტი ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა დაფინანსება 20%-ზე მეტია. 
კანონპროექტი არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს, არც ემიგრანტებს, არც მათ ოჯახებს, არც სტუდენტებს, არც ინდმეწარმეებს, არც მეცნიერებს და არც სპორტულ ფედერაციებს, არც კომერციულ იურიდიულ პირებს.”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტის ვეტოზე: გარე პატრონების მიერ მეხუთე კოლონისთვის გამზადებულმა ლიდერმა დაადასტურა, რომ კანონის მიმართ არ გააჩნია არავითარი მოტივირებული სამართლებრივი შენიშვნები
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
ლევან ნიკოლეიშვილი: უარგუმენტოდ ვეტოს დადებით, ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არ აქვს, ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც რაიმე მოსაზრება ჰქონდა და ამით ისევ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი
საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი სვიმონ ჯანგულაშვილი სააკაშვილზე-უსირცხვილო კაცი. რა მიღწევა არ აქვს ბოროტებაში და ახლა მუსიკალურ-კომპოზიციური იდეის პლაგიატიც დაიმატა დანაშაულთა ჩამონათვალში
არქივი