დავით ქართველიშვილი: ამ ეტაპზე, ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა შარშანდელივით ტელევიზორთან და კლავიატურასთან დარჩენას აღარ აპირებს, ლუციფერი და მისი ლეგიონი კვლავ წითელი ხაზების გადაკვეთას თუ დააპირებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 11 აპრილი 2024, 23:28
დღეში ასი პეტიცია რომ გამოაცხოთ და ათასი შარშანდელი ფოტო გამოფინოთ - 12%-იანი შემართებით 60%-იან ძალას, ხალხის ძალას, ვერაფერს დააკლებთ," -  მიმართავს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციას და ურჩევს ვითარების ხელოვნურად დაძაბვისაგან თავი შეიკავონ. ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ოპოზიციის მხრიდან ხდება  ახალგაზრდების მობილიზება. 

„განვმეორდები. ოქროს ხანის ბრაზილიის ნაკრებს ჰქონდა გენიალური მიმართვა მოწინააღმდეგისადმი: „თქვენ შეგიძლიათ გაგვიტანოთ, რამდენსაც შეძლებთ. ჩვენ კი, გაგიტანთ იმდენს, რამდენიც საჭიროა გამარჯვებისთვის". 
დღეში ასი პეტიცია რომ გამოაცხოთ და ათასი შარშანდელი ფოტო გამოფინოთ - 12%-იანი შემართებით 60%-იან ძალას, ხალხის ძალას, ვერაფერს დააკლებთ. ვერც თსუ-დან „გულანთებული ბავშვების" გამოყვანით შეგვაშინებთ. ჩვენ გვახსოვს ამ „ბავშვებს" რა როლი მიუჩინეს აქციებში, USAID-ის მიერ ჩამოყვანილმა სერბმა პოლიტ-ტერორისტებმა.
ამ ეტაპზე, ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა შარშანდელივით ტელევიზორთან და კლავიატურასთან დარჩენას აღარ აპირებს, ლუციფერი და მისმა ლეგიონი კვლავ წითელი ხაზების გადაკვეთას თუ დააპირებს," -  წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტის ვეტოზე: გარე პატრონების მიერ მეხუთე კოლონისთვის გამზადებულმა ლიდერმა დაადასტურა, რომ კანონის მიმართ არ გააჩნია არავითარი მოტივირებული სამართლებრივი შენიშვნები
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
ლევან ნიკოლეიშვილი: უარგუმენტოდ ვეტოს დადებით, ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არ აქვს, ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც რაიმე მოსაზრება ჰქონდა და ამით ისევ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი
არქივი