ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილზე: ყველა პოლიციელს, ძალოვან უწყებას, საჯარო სამსახურსა და ქართულ სახელმწიფოს უთხრა, რომ ჯერ ითვალისწინებს გავლენას, პოლიტიკურ კონიუნქტურას და შემდეგ ქართველ ხალხს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მართლმსაჯულებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 13 აპრილი 2024, 15:58
"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით, პრეზიდენტმა სახელმწიფოს და თავმოყვარე ქართველ ხალხს შეაფურთხა.
ქადაგიძის განცხადებით, თავის დროზე სააკაშვილმაც კი ვერ გაბედა საკუთარ სურვილს მორგებული კანონმდებლობით გირგვლიანის საქმეზე დამნაშავეების შეწყალება, ზურაბიშვილმა კი, უაპელაციოდ შეიწყალა პირი, რომელმაც სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა.
“სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს”- ირაკლი ღარიბაშვილი. უფრო მეტიც, ფაქტობრივად გადაუარა სახელმწიფოს.
სააკაშვილი კანონებს აღებინებდა პარლამენტს და შემდეგ მის სურვილს მორგებულ კანონმდებლობას იყენებდა ხან ვინმეს დასასჯელად და ხანაც, სასურველი დამნაშავეების შესაწყალებლად. გირგვლიანის შემთხვევაშიც კი გარკვეული პერიოდი ვერ გაბედა დამნაშავეების შეწყალება. ზურაბიშვილმა კი უაპელაციოდ, ერთ დღეში გაათავისუფლა მსჯავრდადებული, რომელმაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩაიდინა მძიმე დანაშაული.
საქართველოს ფაქტობრივმა პრეზიდენტმა ყველა პოლიციელს, ძალოვან უწყებას, საჯარო სამსახურსა და ქართულ სახელმწიფოს უთხრა, რომ მისი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ჯერ ითვალისწინებს გავლენას, პოლიტიკურ კონიუნქტურას და შემდეგ ქართველ ხალხს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მართლმსაჯულებას!
სალომე ზურაბიშვილმა თავისი საქციელით, შეაფურთხა სახელმწიფოსა და თავმოყვარე ქართველ ხალხს!" - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტის ვეტოზე: გარე პატრონების მიერ მეხუთე კოლონისთვის გამზადებულმა ლიდერმა დაადასტურა, რომ კანონის მიმართ არ გააჩნია არავითარი მოტივირებული სამართლებრივი შენიშვნები
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
ლევან ნიკოლეიშვილი: უარგუმენტოდ ვეტოს დადებით, ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არ აქვს, ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც რაიმე მოსაზრება ჰქონდა და ამით ისევ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი
საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი სვიმონ ჯანგულაშვილი სააკაშვილზე-უსირცხვილო კაცი. რა მიღწევა არ აქვს ბოროტებაში და ახლა მუსიკალურ-კომპოზიციური იდეის პლაგიატიც დაიმატა დანაშაულთა ჩამონათვალში
არქივი