ლევან ნიკოლეიშვილი: ელისაშვილის ავაზაკური თავდასხმა მამუკა მდინარაძეზე არის იმ წამქეზებლობის შედეგი, რასაც ახორციელებს სალომე ზურაბაშვილი. დიახ, მის მიერ ხდება ამნისტიით სხვადასხვა ჯურის მკვლელებისა და ავაზაკების შეწყალება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 15 აპრილი 2024, 17:40

სალომე ზურაბიშვილისა და გარკვეული უცხოელი თუ ადგილობრივი, არეულობის და დესტაბილიზაციის ხელშემწყობების მიერ ხდება ელისაშვილისნაირების მუხანათური და მიპარვით თავდასხმების მხარდაჭერა, ქვეყანაში დაძაბულობის, ადამიანების შორის დაპირისპირების და პოლარიზაციის ხელოვნური წარმოქმნა, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, უახლოეს საპარლამენტო სხდომაზე უნდა მოხდეს ელისაშვილისათვის საპარლამენტო საქმიანობის შეჩერება.

ექსპერტი ხელისუფლებას მოუწოდებს, მოახდინონ ქვეყანაში არეულობისა თუ ნებისმიერი სახის დესტაბილიზაციის პრევენცია, ხოლო მართლწესრიგის ნებისმიერი სახის დარღვევაზე კანონიერი რეაგირება.

„ელისაშვილის, ავაზაკური თავდასხმა მამუკა მდინარაძეზე, არის იმ წამქეზებლობის შედეგი, რასაც ახორციელებს პირველ რიგში სალომე ზურაბაშვილი. დიახ, სალომე ზურაბიშვილის მიერ ხდება ამნისტიით სხვადასხვა ჯურის მკვლელებისა და ავაზაკების, მათ შორის პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობისათვის გასამართლებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება. სალომე ზურაბიშვილისა და გარკვეული უცხოელი თუ ადგილობრივი, არეულობის და დესტაბილიზაციის ხელშემწყობების მიერ ხდება ელისაშვილისნაირების მუხანათური და მიპარვით თავდასხმების მხარდაჭერა, ქვეყანაში დაძაბულობის, ადამიანების შორის დაპირისპირების და პოლარიზაციის ხელოვნური წარმოქმნა. მიზანშეწონილად მიმაჩნია, უახლოეს საპარლამენტო სხდომაზე, მოხდეს ელისაშვილისათვის საპარლამენტო საქმიანობის შეჩერება სადეპუტატო იმუნიტეტის ჩამორთმევა, თუკი ასეთ არსებებს არ შეუძლიათ დეპუტატისთვის შეუფერებელი ქცევა და საუბარი, მისი ადგილი საკანონმდებლო ორგანოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს.
ისე ერთიც უნდა ითქვას, ელისაშვილს, ადრე თურმე სამხედრო უნდოდა რომ ყოფილიყო, არავის დაუშლია მაგრამ ჯარში მაინც არ წავიდა, ალბათ ხვდებოდა რომ მისნაირების ადგილი იქ არ იყო. მოგვიანებით უკრაინაშიც წავიდა საომრად, თუმცა მალევ უკან ჩამოვიდა, ისევ მიხვდა რომ არც იქ იყო მისი ადგილი, თორემ უკრაინას ჯერ რუსები არ დაუმარცხებია, და ან რას დაამარცხებს თუკი ასეთ ავაზაკებს რომ იღებს ხოლმე თავის რიგებში, ხან ჯარში და ხანაც სამოქალაქო სექტორში. ბოლოს კი მოვუწოდებ ხელისუფლებასა და შესაბამის ორგანოების წარმომადგენლებს მოახდინონ ქვეყანაში არეულობისა თუ ნებისმიერი სახის დესტაბილიზაციის პრევენცია და ხოლო მართლწესრიგის ნებისმიერი სახის დარღვევაზე კანონიერი რეაგირება“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტის ვეტოზე: გარე პატრონების მიერ მეხუთე კოლონისთვის გამზადებულმა ლიდერმა დაადასტურა, რომ კანონის მიმართ არ გააჩნია არავითარი მოტივირებული სამართლებრივი შენიშვნები
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
ლევან ნიკოლეიშვილი: უარგუმენტოდ ვეტოს დადებით, ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არ აქვს, ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც რაიმე მოსაზრება ჰქონდა და ამით ისევ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი
არქივი