თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციას: ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, რომელმაც მმართველობის ნდობის მანდატი მისცა „ქართულ ოცნებას", რომელიც ყველაფერს აკეთებს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციისათვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 17 აპრილი 2024, 17:10

საქართველოს მომავალი არის ევროპა! ამაზე კითხვის ნიშანს სვამს ვინმე? რა თქმა უნდა არა! ორი პოლიტიკურად გამორჩეული საკვანძო მომენტი „ქართული ოცნების"პოლიტიკური მმართველობის შედეგია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" პოლიტიკური მმართველობის შედეგია ის, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, საქართველომ სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადადგა, რასაც, მეგრელიშვილის თქმით, ოპოზიცია ვერც მიიწერს და ვერც ჩაშლის.

„საქართველოს მომავალი არის ევროპა! ამაზე კითხვის ნიშანს სვამს ვინმე? რა თქმა უნდა არა!
ორი პოლიტიკურად გამორჩეული საკვანძო მომენტი- საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება „ქართული ოცნების" პოლიტიკური მმართველობის შედეგია.
ვიზალიბერალიზაციით საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან (ევროკავშირის 22 ქვეყანა, ევროკავშირის 4 არაწევრი ქვეყანა და შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა)
უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა გაიხსნა.

„ქართული ოცნების" პოლიტიკური მმართველობის შედეგია ის რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. არის სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ძვრები და გადაიდგა ევროპული ნაბიჯები! ეს უმრავლესობის მონაპოვარი და უმრავლესობის არჩევანია, ამიტომ დესტრუქციული ძალები ახალ დაკვეთაზე უშედეგოდ მუშაობთ როგორმე გამოიყენოთ პოპულარულ სახეები და მათ ათქმევინოთ რომ თქვენი არჩევანია ევროპა და ევროპული კურსი.
ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, ხალხის რომელმაც უმრავლესობის სახელით აირჩია და მმართველობის ნდობის მანდატი მისცა "ქართულ ოცნებას" რომელიც ყველაფერს აკეთებს ხვალინდელი საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო ინტეგრაციისათვის და ამ პროცესს თქვენ ვერც თქვენსას დაარქმევთ და ვერც ჩაშლით." - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტის ვეტოზე: გარე პატრონების მიერ მეხუთე კოლონისთვის გამზადებულმა ლიდერმა დაადასტურა, რომ კანონის მიმართ არ გააჩნია არავითარი მოტივირებული სამართლებრივი შენიშვნები
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
ლევან ნიკოლეიშვილი: უარგუმენტოდ ვეტოს დადებით, ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არ აქვს, ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც რაიმე მოსაზრება ჰქონდა და ამით ისევ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი
არქივი