ირაკლი ლატარია „ქართუს“ მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებაზე: ეს ის ივანიშვილია, რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი თანხების ჩადებას გეგმავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ უარი განუცხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 23 აპრილი 2024, 17:55

ექსპერტი ირაკლი ლატარია ფონდი ქართუს მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებას სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ფეხბურთის აღორძინებაში მას სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუშალა ხელი.

ლატარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება რაგბის აღორძინება და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამდენი აქვს გაკეთებული თავისი ქვეყნის სარაგბო სფეროს განვითარებისთვის.

ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მილიონით დააჯილდოებს.
ეს ის ივანიშვილია, რომელმაც ააღორძინა ქართული რაგბი და მსოფლიოში - ვიმეორებ, მთელს დედამიწაზე, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამდენი ჰქონდეს გაკეთებული თავისი ქვეყნის რაგბისთვის... მგონი, საკმაოდ კარგად დაეტყო ჩვენს რაგბის მისი ხელი...

ამავე დროს არ დავივიწყოთ, რომ ეს ის ივანიშვილია, რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი თანხების ჩადებას გეგმავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ უარი განუცხადა და იცით რატომ? იმიტომ რომ, ივანიშვილმა მოითხოვა თავისივე თანხების სწორი მიმართულებით ხარჯვის კონტროლი...

ივანიშვილს ვცემ პატივს 2007 წლიდან ჩემი მეგობრის ოჯახს რომ წლობით სიცოცხლე აჩუქა იქიდან და რა თქმა უნდა - ასჯერ მეტ პატივს ვცემ ახლა და რატომ? იმიტომ რომ, საქართველოს არ ჰყოლია ადამიანი, ვისაც იმის ნახევარი მაინც გაეკეთებინოს საკუთარი ქვეყნისთვის. რამდენიც - ბიძინა ივანიშვილს.... - წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
ლევან ნიკოლეიშვილი: უარგუმენტოდ ვეტოს დადებით, ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არ აქვს, ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც რაიმე მოსაზრება ჰქონდა და ამით ისევ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი
საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი სვიმონ ჯანგულაშვილი სააკაშვილზე-უსირცხვილო კაცი. რა მიღწევა არ აქვს ბოროტებაში და ახლა მუსიკალურ-კომპოზიციური იდეის პლაგიატიც დაიმატა დანაშაულთა ჩამონათვალში
ზაალ ანჯაფარიძე პრეზიდენტის ვეტოზე-შეიძლება ითქვას პოლიტიკურად და ფიზიკურადაც წაბილწა პრეზიდენტის ინსტიტუტიც და ორბელიანების რეზიდენციაც
სალომე ჯინჯოლავა: ერთსულოვნება, სიმშვიდე, სიდინჯეა ქართველი კაცის ბუნება. ჩემი საქართველო იქაა, სადაც ოჯახს, რწმენას, ეროვნულ იდენტობასა და ტრადიციებს იცავენ
არქივი