გია აბაშიძე: როცა ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას შიგნიდან და გარედან თავს ესხმიან, უნდა შეიგონო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდება, რომ ჩვენი პრიორიტეტია წმინდა ილია მართლის სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 27 აპრილი 2024, 12:16

საეტაპო მნიშვნელობისაა ჩვენი დედა ეკლესიის განცხადება - ან ხარ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამცველი ან "30 ვერცხლად" გაყიდული უსამშობლო, ფორმალური მოქალაქე. არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ პრეფერენციებს - როცა ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას შიგნიდან და გარედან თავს ესხმიან, უნდა შეიგონო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდება, რომ ჩვენი პრიორიტეტია წმინდა ილია მართლის სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება! - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საპატრიარქოს განცხადება საყურადღებოა მრევლის იმ მერყევი სეგმენტისთვისაც, რომელიც "ორ სკამზე ჯდომას" ცდილობს და ერთი მხრივ სურს რწმენაში იყოს, მეორე მხრივ კი დგას ანტიეკლესიური მარგინალების გვერდით. რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებაზე რადიკალების რეაქციას, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ეს რეაქცია კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ დეკადანსს.

„საეტაპო მნიშვნელობისაა ჩვენი დედა ეკლესიის განცხადება - ან ხარ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამცველი ან "30 ვერცხლად" გაყიდული უსამშობლო, ფორმალური მოქალაქე. არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ პრეფერენციებს - როცა ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას შიგნიდან და გარედან თავს ესხმიან, უნდა შეიგონო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდება, რომ ჩვენი პრიორიტეტია წმინდა ილია მართლის სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება!

საქართველოს საზოგადოებაში უცხო და ტოქსიკური იდეოლოგიების კულტივირება აღვივებს პოლარიზაციას და ეს კარგად უნდა დაიმახსოვრონ აგენტოკრატიის ვერაგმა წარმომადგენლებმა. მართლაც და, ჩვენ არავისთვის გვითხოვია ე.წ. დახმარება იდეოლოგიურ საკითხებში, რაც არანაირად გვჭირდება ამ ძირძველი კულტურისა და ისტორიის ერს.

ის, რომ უმრავლესობის მიერ მრავალჯერ არჩეული "ქართული ოცნების" ხელისუფლება ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზეა და მას "ცეცხლი გაუხსნეს" ყველა მხრიდან არათუ დემოკრატიის განვითარებას ემსახურება, არამედ ნაცრადიკალებისთვის სტიმულია სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღებაში, რაც ვერანაირად მოხდება. ერი და ბერი ერთ მხარესაა, ხოლო მეორე მხარეს - ანგარებიანი სექტანტები და მათ მიერ შეცდომაში შეყვანილი თანამემამულეების მცირე ნაწილი.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება საყურადღებოა მრევლის იმ მერყევი სეგმენტისთვისაც, ვისაც "ორ სკამზე ჯდომა" სურს - იყოს რწმენაში, მაგრამ იდგეს ანტიეკლესიურ მარგინალებთან, ცოდვების პროპაგანდისტ სუბიექტებთან. არ გამოვა "ორი ბატონის მსახურება!'

ცხადია, ნაცგობლინების უსუსური რეაქცია, რომ საპატრიარქოს ეს ისტორიული განცხადება თითქოს "სამთავრობოა", "რუსულია" და ა.შ., კიდევ ერთხელ ამტკიცებს მათ უძირო დეკადანსს.

როცა უმრავლესობა ერთიანნი ვართ და მშვიდობიანი წინსვლის გზას ვადგავართ, იქ განვითარებაცაა და რუსი ოკუპანტის მიერ დროებით შეჩერებული ძმური ურთიერთობის აღდგენაც აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან.
მშვიდობა ქართულ სამყაროს!" - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტის ვეტოზე: გარე პატრონების მიერ მეხუთე კოლონისთვის გამზადებულმა ლიდერმა დაადასტურა, რომ კანონის მიმართ არ გააჩნია არავითარი მოტივირებული სამართლებრივი შენიშვნები
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
ლევან ნიკოლეიშვილი: უარგუმენტოდ ვეტოს დადებით, ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არ აქვს, ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც რაიმე მოსაზრება ჰქონდა და ამით ისევ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი
არქივი