დავით ქართველიშვილი: გუშინ თბილისში იყო EU-2030-ის პრეზენტაცია, როდესაც ევროკავშირი გამოვა გ.ო.პ.-ნიკების მძევლობიდან და ღირსი გახდება თავისუფალი, ტრადიციული და სუვერენული ახალი ორგანიზმების მისაღებად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 30 აპრილი 2024, 17:04

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, რადიკალური ოპოზიცია ამ შეკრების გამო სრულ აგონიაშია.

„ოცი საათი ვაცადე, გუშინდელს შემდეგ, პოლიტიკური შიზოფრენიის რეციდივი თავის ქრონიკულ სტადიაში რომ დაბრუნებულიყო - ვეღარ ბრუნდება. სიგიჟის ისეთ პიკს მიაღწია მათმა კომენტარებმა, საიდანაც ნორმალურ ცხოვრებას ვეღარ უბრუნდებიან. არც გავიმეორებ უჯიშოთა ყველა იმ ავადმყოფურ ნარატივს ჩვენი მისამართით - ინდივიდუალურად და კოლექტიურად სრულ აგონიაში არიან.

ჯერ იყო, ჩვენი ერთი „მარაკანა" სტადიონის ხალხი საკუთარ თავს მიაწერინეს ზოგიერთ დასავლურ მედიას - „ოპოზიციური" მიტინგი იყოო. დიახ, „ოპოზიციური" იყო, ოღონდ არა თქვენი - ეს იყო კოლონიალიზმის, ვასალობის, ლაქიაობის საწინააღმდეგო ოპოზიცია. მერე დაიწყეს ისევ საკალკულაციო მანიპულაციები და დღესაც ცდილობენ თავისი L ზომა ჩვენს XXL-ს ჩამოაცვან - ბიაზივით ჩამოგეხევათ და „გრენლანდიაც" დაგეცემათ თავზე.

სამწუხაროა და რა გაეწყობა, ამ „ვირუსის" მატარებელი მათი საერთაშორისო „მეისრეების" პოზიციაც, რომლებიც, ჯერ იყო და ევროპულ ფასეულობებად - თავისუფლებად, სუვერენიტეტად და დამოუკიდებლობად გამოჰყავდათ, მაგრამ ეს იყო იმ წლებში, როდესაც ჰელმუტ კოლის, მარგარეტ ტეტჩერისა თუ ჟაკ შირაკის ევროპაც მართლაც რომ ასეთი იყო. მას შემდეგ, რაც ევროპულ ფასეულობებს წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის" ვასალობა, მარიონეტობა და ლაქიაობა, ჩვენგანაც უკვე ამ ახალი „ევროპული" ფასეულობების მიმართ მონურ მორჩილებას ითხოვენ.

ამ დღეებში გერმანიის ბუნდესტაგის ერთმა ალბათ წესიერმა და ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებზე გაზრდილმა მაღალჩინოსანმა ბრძანა, რომ დღეს ევროპის დედაქალაქი არა ბერლინში, ბრიუსელსა თუ პარიზში, არამედ - თბილისშია. ნუ ჩავწვდებით ბოლომდე, რას გულისხმობდა, მაგრამ გუშინ თბილისში იყო, დიახ, EU-2030-ის პრეზენტაცია, როდესაც ევროკავშირი გამოვა გ.ო.პ.-ნიკების მძევლობიდან და ღირსი გახდება თავისუფალი, ტრადიციული და სუვერენული ახალი ორგანიზმების მისაღებად. ოღონდ, მანამდე, ჩვენც უნდა განვიწმინდოთ მონებისა და ლაქიებისაგან, რომელთა ადგილი EU-2030-ში ვეღარ იქნება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტის ვეტოზე: გარე პატრონების მიერ მეხუთე კოლონისთვის გამზადებულმა ლიდერმა დაადასტურა, რომ კანონის მიმართ არ გააჩნია არავითარი მოტივირებული სამართლებრივი შენიშვნები
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
ლევან ნიკოლეიშვილი: უარგუმენტოდ ვეტოს დადებით, ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არ აქვს, ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც რაიმე მოსაზრება ჰქონდა და ამით ისევ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი
არქივი