დავით ქართველიშვილი: ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი უნდა დაიცვას მათგან, ვინც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 02 მაისი 2024, 11:04
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თბილისში, გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების პარალელურად, ნიუ-იორკში მიმდინარე დემონსტრაციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი უნდა დაიცვას მათგან, ვინც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქალაქი მათგან, ვინც ცდილობს გააკეთოს ის, რაც ხდება გლობალურად. არის მოძრაობა, რომელიც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენს და მე არ ვაპირებ დაველოდო, როდის მოხდება ეს“ - ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა, კოლუმბიის უნივერსიტეტში ბოლო საპროტესტო აქციების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ახალგაზრდები იმ ადამიანების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან, რომლებიც რადიკალიზაციის პროფესიონალები არიან. მერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ნიუ-იორკის პოლიციამ 300 ადამიანი დააკავა, რათა განესხვავებინათ, თუ ვინ იყო რეალურად სტუდენტი პროტესტის მონაწილეებიდან.“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტის ვეტოზე: გარე პატრონების მიერ მეხუთე კოლონისთვის გამზადებულმა ლიდერმა დაადასტურა, რომ კანონის მიმართ არ გააჩნია არავითარი მოტივირებული სამართლებრივი შენიშვნები
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
ლევან ნიკოლეიშვილი: უარგუმენტოდ ვეტოს დადებით, ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არ აქვს, ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც რაიმე მოსაზრება ჰქონდა და ამით ისევ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი
არქივი